მთავარიევროპასაბერძნეთისაბერძნეთში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე 22 მაისს, დილის საათებში, ძლიერი, 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რამაც გარკვეული შეფერხებები და მცირე მატერიალური ზიანი გამოიწვია.

კუნძულის ზოგიერთი მცხოვრები რყევის შედეგად საწოლიდანაც კი გადმოვარდა, ბიძგები დედაქალაქ ათენშიც  იგრძნობოდა.

კუნძულის მოსახლეობა შეშინებულია, რადგან მიწისძვრა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. ხალხი პანიკამ მოიცვა,  ყველა ქუჩაში გარბოდა.

მეცნიერები ამბობენ, რომ მიწისძვრას მასშტაბური მატერიალური ზიანი  იმიტომ არ მოჰყოლია, რომ  ეპიცენტრი 60,3 კილომეტრის სიღრმეში, საზღვაო ზონაში იყო. მათი თქმით, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა, რაც კი აქამდე უგვრძნიათ.

კუნძულზე  განმეორებითი ბიძგები იგრძნობოდა. საბერძნეთის ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას

სკოლებში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდა სასწავლო პროცესი, თუმცა კუნძულის ხელისუფლება მზადყოფნაშია და სრულ კოორდინაციაშია სამთავრობო უწყებებთან და სამეცნიერო ორგანოებთან.

მეცნიერები ამბობენ, რომ მოსახლეობასა და ტურისტებს საფრთხე არ ემუქრებათ.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend