ისრაელ-ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც ღაზის სექტორში 19 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ტყვეობაში იმყოფებოდა ,,ჰამასმა” გაათავისუფლა.
ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ 21 წლის ედან ალექსანდერი გადაეცა წითელ ჯვარს, ხოლო შემდეგ — ისრაელის ძალებს.
,,ჰამასი” ედან ალექსანდერის გათავისუფლებას დასთანხმდა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტის წინ, რომელიც 13 მაისს იწყება.
21 წლის ედან ალექსანდერი თელ-ავივში დაიბადა, მაგრამ აშშ-ში, ნიუ-ჯერსიში გაიზარდა. ის ისრაელის არმიის ქვეითთა ელიტურ ქვედანაყოფში ღაზის სექტორის მახლობლად მსახურობდა, როცა 2023 წლის ოქტომბერში ჰამასის შეიარაღებულმა ჯგუფებმა გაიტაცეს.