ფართო ანტიმიგრაციული დეზინფორმაციული კამპანიის ფარგლებში გამოჩნდა ცნობები, რომ თავშესაფრის ყალბ მაძიებლებს პოლონეთის ქალაქებში ანაწილებენ.
პლატფორმა X-ზე მსგავსი პოსტები მრავლად ვრცელდება. მათში ნაჩვენებია ხალხის ჯგუფები, რომლებიც ღამით კრაკოვის ქუჩებში ჩემოდნებით გადაადგილდებიან.
ვიდეოებს თან ერთვის ტექსტები იმის თაობაზე, რომ თავშესაფრის ყალბი მაძიებლები კრაკოვში გადაჰყავთ თანაც ღამით, როცა პოლონელებს სძინავთ. პოსტები შესაბამის სახელმწიფო სამსახურებს ამ ხალხის ქვეყანაში ფარულად შემოყვანასა და პოლონეთისა და დანარჩენი ევროპის განადგურების მცდელობაში ადანაშაულებენ.
სიმართლის გასარკვევად, ვიდეოს გამოსახულების საპირისპირო ძიებამ, 2025 წლის 10 აპრილს გამოქვეყნებული ფეისბუკის პოსტამდე მიგვიყვანა რომელიც ძველი კრაკოველების საზოგადოებრივ ლობისტურ მოძრაობას ასახავს.
მოძრაობის ვებსაიტის მიხედვით, მათი კამპანია, სხვა მრავალ საკითხთან ერთად, ქალაქის კვების ობიექტების სამუშაო დროს უკავშირდება და მიზნად ისახავს ხმაურის შემცირებას, რათა იქ მცხოვრები ხალხის სიმშვიდე არ დაირღვეს.
ფეისბუქ პოსტში ნათქვამია, რომ ვიდეოში ნაჩვენებია ერთი სასტუმროდან მეორეში, დაახლოებით 100 პირის გადასვლის მომენტი, რომელიც ღამით პირველ საათსა და 15 წუთზე ხდება.
Niecały rok temu składając ślubowanie obiecałem Wam dbać o dobre imię Krakowa.
Dotrzymuję danego słowa, dlatego przed chwilą podpisałem list do Marszałka Sejmu, w którym wnioskuję o wszczęcie postępowania przez sejmową Komisję Etyki przeciw posłance Annie Krupce.
Posłanka… pic.twitter.com/V7qRq8mYMp
— Aleksander Miszalski (@Miszalski_) April 25, 2025
ნათქვამი იყო, რომ ტურისტები ზედმეტად ხმაურობდნენ ღამის ამ საათებში, და რომ კრაკოვის ხელისუფლებამ უნდა განიხილოს ადგილობრივებისთვის ხმაგაუმტარი ფანჯრების დამონტაჟება, როგორც ეს მაგალითად ვენაში გაკეთდა.
ლობისტური ჯგუფის ხელმძღვანელმა “ევროგადამოწმებას” განუცხადა, რომ ვიდეო მისმა ერთ-ერთმა წევრმა გადაიღო როგორც მაგალითი, თუ როგორ ხდება ქალაქში სიმშვიდის დარღვევა. მან დასძინა, რომ მათ არ იციან ვიდეოში ასახული ადამიანების ეროვნება, სქესი თუ რელიგიური აღმსარებლობა და მიუხედავად იმისა, რომ ისინი განსაკუთრებით არ ხმაურობდნენ, მათი ჩემოდნები ნამდვილად ხმაურიანი ხრიგინით მიუყვებოდნენ ქუჩას. ”ეს არის ღამის სიმშვიდის დარღვევა,” დასძინა მან. ჩვენ კომენტარისთვის მივმართეთ ქალაქ კრაკოვის ხელმძღვანელობას, მაგრამ მათ არაფერი გვიპასუხეს.
ამდენად, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ქალაქში „თავშესაფრის ყალბი მაძიებლები“ შეჰყავთ, ხოლო ინტერნეტში გავრცელებული ვიდეო, სავარაუდოდ შექმნილია მიგრანტების მიმართ სიძულვილისა და შიშის გაღვივების მიზნით.