მთავარიევროპაუკრაინაუკრაინა აპირებს, აშშ-თან იშვიათი წიაღისეულების შესახებ ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი

უკრაინა აპირებს, აშშ-თან იშვიათი წიაღისეულების შესახებ ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი

„წიაღისეულის შესახებ შეთანხმება შესაძლოა მომდევნო 24 საათის განმავლობაში გაფორმდეს“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინა გეგმავს ვაშინგტონში, აშშ-თან ძვირფასი წიაღისეულის შესახებ ისტორიულ შეთანხმებას მოაწეროს ხელი.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიგალის თანახმად, წიაღისეულის შესახებ შეთანხმება შესაძლოა, მომდევნო 24 საათის განმავლობაში გაფორმდეს. მისი თქმით, ქვეყნის პირველი ვიცე-პრემიერი იულია სვირიდენკო ვაშინგტონში ხელშეკრულების საბოლოო დეტალების გასავლელად უკვე მიემგზავრება.

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისგან იშვიათ მიწათა ელემენტებს, დეფიციტურ მინერალებს და სხვა სასარგებლო წიაღისეულს – რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში კიევის მხარდაჭერის გაგრძელების სანაცვლოდ ითხოვს. შესაბამისად, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შეთანხმებამ უკრაინისთვის შესაძლოა გადამწყვეტი როლი ითამაშოს აშშ-სგან სამხედრო დახმარების მიღების თვალსაზრისით.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend