მთავარიამერიკააშშაშშ-ში ყავის ფასის ზრდას ელიან

აშშ-ში ყავის ფასის ზრდას ელიან

ყავის მწარმოებლები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკვირდებიან, რა გავლენა ექნება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ტარიფებს ბაზარზე. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 10-პროცენტიანი ტარიფები ყავის მწარმოებელ თითქმის ყველა ქვეყანას შეეხო, მათ შორის ბრაზილიას, ეთიოპიასა და კოლუმბიას. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ აშშ-ში ყავის ფასი გაიზარდოს.

ტეხასის შტატში ყავის მოყვარულები და მწარმოებლები ჰიუსტონში გამართულ ყავის გამოფენაზე შეიკრიბნენ. გამოფენის ორგანიზატორების მიზანია, ყავის შეძენა ყველამ შეძლოს.

„რა თქმა უნდა, ტარიფები დააზარალებს ყველას, მწარმოებლებს,  მომხმარებელს, მოვაჭრეებსაც კი. მათ ყავის შესაძენად საკმაოდ დიდი თანხის  გადახდა მოუწევთ”, – ამბობს ყავის მწარმოებელი კომპანიის Vela Ethan-ის მენეჯერი რიტა ტანი.

„ყავის ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი იანის აპოსტოლოპულოსი, ამბობს, რომ ფასების ზრდის გამო ინდუსტრია გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა.

„გასულ წელს ყავის ფასი 200 პროცენტით გაიზარდა. ამას ახლა ტარიფებიც დაემატება. „ყავის ასოციაციაში” ჩვენ ვცდილობთ, შევქმნათ სივრცე, სადაც გავაერთიანებთ ინდუსტრიის წარმომადგენლებს, რომ ამ და სხვა გამოწვევებზე ვისაუბროთ. ასევე განვიხილოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც ყავის ინდუსტრიას აქვს,” – ამბობს ყავის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იანის აპოსტოლოპულოსი.

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ტარიფები დაუწესა ამერიკის შეერთებული შტატების ძირითად სავაჭრო პარტნიორებს. ყავის ინდუსტრიის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ ტარიფების ამოქმედება ცოტა ხნით შეჩერდება, რათა კომპანიებს მოლაპარაკებების შესაძლებლობა ჰქონოდათ. თუმცა ამ დროისთვის მიმდინარე პროცესების გამო ბიზნესის წარმომადგენლები და მომხმარებლები გაურკვეველ მდგომარეობაში რჩებიან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend