მთავარიაზიაისრაელიმასშტაბური ხანძრების გამო ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

მასშტაბური ხანძრების გამო ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ისრაელში მასშტაბური ხანძრების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ცეცხლი იერუსალიმს რამდენიმე მიმართულებიდან უახლოვდება. სხვადასხვა დასახლებებში მიმდინარეობს მოქალაქეების ევაკუაცია.

გაუქმდა რიგი ღონისძიებები, რომლებიც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით უნდა გამართულიყო.

ქვეყნის ხელისუფლებამ უკვე მიმართა რამდენიმე სახელმწიფოს დახმარებისთვის.

“ჩვენ საგანგებო ვითარებაში ვიმყოფებით. ყველა შესაძლო ძალის მობილიზაცია უნდა მოხდეს ხალხის გადასარჩენად”, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა.

იერუსალიმის ოლქის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მეთაური აცხადებს, რომ ეს ხანძარი შესაძლოა, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყოს და მეხანძრეებს ჯერ კიდევ “გრძელი გზა აქვთ გასავლელი, სანამ ხანძარი ლოკალიზებული იქნება”.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:52
spot_imgspot_img
Send this to a friend