მთავარიევროპაესპანეთიესპანეთის ქალაქ ვალენსიაში დასრულდა ევროპის სახალხო პარტიის ყოველწლიური კონგრესის პირველი დღე

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში დასრულდა ევროპის სახალხო პარტიის ყოველწლიური კონგრესის პირველი დღე

ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში დასრულდა „ევროპის სახალხო პარტიის“ ყოველწლიური კონგრესის პირველი დღე. მანფრედ ვებერი, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო, 502 ხმით 61-ის წინააღმდეგ ხელახლა აირჩიეს „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტად.

სიტყვით გამოსვლისას  ვებერმა პირობა დადო, რომ უფრო მეტად გააფართოებს „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფს. მან ასევე ისაუბრა პარტიის წარმატებებზე და კმაყოფილება გამოხატა თანამდებობებზე ურსულა ფონ დერ ლაიენისა და რობერტა მეცოლას ხელახლა დანიშვნასთან დაკავშირებით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ფონ დერ ლაიენიც, რომელმაც სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა, მათ შორის გლობალურ ვაჭრობაზე. დონალდ ტრამპის სავაჭრო ომზე მინიშნებისას კი  დასძინა, რომ ყოველი კრიზისი გარკვეული შესაძლებლობაა.

კომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ გარიგებებთან დაკავშირებით ბევრ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მათ შორის ინდოეთთან, ინდონეზიასთან, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან, ტაილანდთან, მალაიზიასთან. მან აღნიშნა, რომ ბრიუსელი რჩება გავლენიან მოთამაშედ გლობალურ სავაჭრო ასპარეზზე.

ვალენსიაში ასევე სიტყვით გამოვიდა რობერტა მეცოლაც. მან უკრაინაში მიმდინარე რუსეთის ომზე ისაუბრა. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა პარტიის დელეგატებს კიევის მხარდაჭერის გაგრძელების აუცილებლობის შესახებ შეახსენა და დასძინა, რომ დაუშვებელია, უკრაინასთან დაკავშირებული შეთანხმება მათი თანხმობის გარეშე შედგეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend