კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ტემპერატურის მატების გამო შვედეთსა და ნორვეგიაში მყინვარები დაჩქარებული ტემპით დნება.
2024 წელი ევროპაში რეკორდულად ცხელი იყო, მყინვარებმა საშუალოდ 1.8 მეტრით დაიხიეს უკან. გლაციოლოგები გვაფრთხილებენ, რომ მყინვარების გაქრობამ გრძელვადიან პერსპექტივაში შეიძლება მნიშვნელოვანი ეკოლოგიური შედეგები გამოიწვიოს.
გლაციოლოგი ერიკ ჰუსი ამბობს, რომ ადამიანები უნდა გაუფრთხილდნენ ამ პატარა ყინულის მასებს, რადგან ისინი წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია მათთვის, ასევე ენერგიისთვის, სოფლის მეურნეობისთვის, წყალმომარაგებისა და საერთოდ ყველაფრისთვის. მთებისა და ალპების მთელი ეკოლოგია დამოკიდებულია ამ წყალზე, რომელიც მოდის და მიდის.
წელს ძლიერმა თოვამ ხელი შეუწყო მყინვარების ოდნავ აღდგენას, თუმცა გლაციოლოგიის პროფესორი ნინა კირხნერი ამბობს, რომ ეს მხოლოდ დროებითია და საფრთხე ისევ არსებობს. მისი მტკიცებით, გრძელვადიან პერსპექტივაში მყინვარების ფართობი შვედეთში შემცირდება.
კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა ჯგუფი გვაფრთხილებს, რომ, თუ ასე გაგრძელდება, 2100 წლისთვის შვედეთის 5 მყინვარიდან ოთხი საერთოდ გაქრება ან მისი ფართობი მნიშვნელოვნად შემცირდება.