მთავარისაქართველომათე დევიძე პატიმრობაში რჩება

მათე დევიძე პატიმრობაში რჩება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მათე დევიძის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა.

პროკურატურამ სასამართლოს მათე დევიძის პატიმრობაში დატოვების შუამდგომლობით მიმართა, ამის მიზეზად კი ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის ან მიმალვის საფრთხე დაასახელა.


.

დაცვის მხარე კი მათე დევიძის გათავისუფლებას ითხოვდა. თუმცა სასამართლომ ბრალდების მხარის მოთხოვნა გაიზიარა. შემდეგი სასამართლო სხდომა მათე დევიძის საქმეზე 30 აპრილს გაიმართება.

მათე დევიძე 2024 წლის 19 ნოემბერს ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს. მას პროკურატურა პოლიციაზე თავდასხმას ედავება, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

უახლესი

სხვა ამბები

00:06:00
spot_imgspot_img
Send this to a friend