მთავარისაქართველოგრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს

გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გრიგოლ ლილუაშვილი აღარ დაიკავებს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას”- ამის შესახებ პრემიერ- მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ განმარტა თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება

“გასული დღეების განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები გრიგოლ ლილუაშვილთან და გაირკვა, რომ გქონდა განსხვავებული მიდგომები სამინისტროს საქმიანობის პრინციპებთან, მათ შორის სამინისტროში გასატარებელ საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით”- განაცხადა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ცნობილი გახდა, რომ გრიგოლ ლილუაშვილის ნაცვლად, რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტს კახაბერ გულედანი დაიკავებს, რომელიც ამ დრომდე თბილისის მერის მოადგილე იყო.

“კახა გულედანს აქვს მართვის და რეგიონულ საკითხებზე მუშაობის ძალიან ფართო გამოცდილება. წლების განმავლობაში ის მუშაობდა ჯერ კერძო სექტორში. 2016-17 წლებში ის იკავებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. მოგვიანებით, ის იყო სამგორის რაიონის გამგებელი, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელი. კახა გულედანი დღემდე იკავებდა თბილისის მერის მოადგილის თანამდებობას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend