მთავარიამერიკამექსიკამექსიკის სკოლებში არაჯანსაღი საკვები აკრძალეს

მექსიკის სკოლებში არაჯანსაღი საკვები აკრძალეს

მთავრობის გადაწყვეტილებით, მექსიკის სკოლებში  არაჯანსაღი საკვების შეტანა და გაყიდვა აიკრძალა.  ამ ნაბიჯით ქვეყანა ცდილობს, გაუმკლავდეს მსოფლიოში  გავრცელებულ  სიმსუქნისა და დიაბეტის ეპიდემიას.

ახალი რეგულაციებით, რომლებიც პირველად გასული წლის შემოდგომაზე გამოქვეყნდა, იკრძალება მარილიანი და ტკბილი დამუშავებული პროდუქტები.  ტკბილი ხილის სასმელები, შეფუთული ჩიფსები, წიწაკის არომატიანი მიწისთხილი და ყველა ის საკვები, რომელიც მექსიკელი მოსწავლეებისთვის წლების განმავლობაში ყოველდღიური კვების რაციონი იყო.

როდესაც აკრძალვა კანონად გამოცხადდა, მექსიკის განათლების სამინისტრომ სოციალური პლატფორმების მეშვეობით  მშობლებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მთავრობის კამპანიას და  შვილებს თავად მოუმზადონ  ჯანსაღი კერძები.

„მშობლები მხარს უჭერენ ამ პოლიტიკას.  მართალია, ზოგიერთი  ახალგაზრდა არ არის აღფრთოვანებული ამ იდეით,  თუმცა მათაც ესმით, რომ ეს მათი ჯანმრთელობისთვისაა კარგი. ახალი მექსიკური საგანმანათლებლო სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა. მოზარდებს, ახალგაზრდებს, ბიჭებსა და გოგონებს მიეწოდებათ ინფორმაცია იმაზე, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა“, – განაცხადა მექსიკის განათლების მინისტრმა მარიო დელგადომ.

მექსიკის ამბიციურ მცდელობას, შეცვალოს კვების კულტურა და მომავალი თაობა სწორი არჩევანისკენ წააქეზოს, მსოფლიო ყურადღებთ აკვირდება, რადგან მრავალი ქვეყანა ცდილობს, გაუმკლავდეს სიმსუქნის კრიზისს.

ამ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ მექსიკელი მშობლები.

ახალი რეგულაციის მიხედვით, სკოლებში იკრძალება ნებისმიერი საკვები ან სასმელი, რომელზეც დატანილია მინიმუმ ერთი შავი გაფრთხილება. ის მიანიშნებს მარილის, შაქრის, კალორიებისა და ცხიმის მაღალ შემცველობაზე.  მექსიკამ შეფუთვაზე გაფრთხილებების სისტემა 2020 წელს შემოიღო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend