დევნილებისთვის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის თანახმად, უახლოესი ორი წლის განმავლობაში დამატებით 5 000-მდე დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ფართი გადაეცემა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 4 მარტს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„მოგეხსენებათ, ჩვენმა მთავრობამ 2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით 23 000-მდე იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცა საცხოვრებელი. აღნიშნული გეგმის თანახმად, უახლოესი ორი წლის განმავლობაში ჩვენ დამატებით 5 000-მდე დევნილ ოჯახს გადავცემთ საცხოვრებელ ფართებს”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.