მთავარიკუბიავსტრიაში რუსული დეზინფორმაციული ქსელი აღმოაჩინეს

ავსტრიაში რუსული დეზინფორმაციული ქსელი აღმოაჩინეს

ავსტრიის ხელისუფლებამ აღმოაჩინა, რომ ქვეყანაში რუსეთი დეზინფორმაციულ კამპანიებს ავრცელებდა უკრაინის წინააღმდეგ. მიზანი კი გერმანულენოვან ქვეყნებში ანტიუკრაინული და პრორუსული განწყობების დათესვა იყო.

გამოძიებამ აჩვენა, რომ რუსეთის დაზვერვის დეზინფორმაციული ქსელი მას შემდეგ ამუშავდა, რაც 2022 წელს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. კონკრეტულ სამიზნეს კი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი წარმოადგენდა.

ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც დიდ ბრიტანეთში დააკავეს ბულგარეთის მოქალაქე ქალი, რომელიც კრემლის ჯაშუშად მუშაობდა, გერმანიასა და ავსტრიაში პრორუსულ პროპაგანდას ავრცელებდა და როგორც აღმოჩნდა, მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ამ ოპერაციაში.

ავსტრიული მედიის ცნობით, მან აღიარა ის, რომ რუსული დეზინფორმაციული ქსელისთვის მუშაობდა და გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. თუმცა მისი სახელი ჯერჯერობით არ გასაჯაროებულა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend