მთავარიკულტურასად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ...

სად ღირს წასვლა გასართობად, ან რისი ნახვა და მოსმენა შეგიძლიათ ევროპაში ამ კვირაში

ამ კვირაში კინოს 130 წლის იუბილე აღინიშნება ტიერი ფრემოს ახალი დოკუმენტური ფილმით, რომლის შესახებ უფრო დაწვრილებით ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ. ამასთან, დისნეის ცნობილი „ფიფქია”, როგორც პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაცია, დიდ ეკრანს უბრუნდება.

პარიზში კი ძალიან საინტერესო გამოფენა იწყება იმ ფერადკანიანი მხატვრების შესახებ, რომლებმაც შექმნეს ქალაქის ხელოვნების სტილი. იტალიელი მხატვრის კარავაჯოს საკულტო ნამუშევრები საუკუნეების განმავლობაში პირველად გამოიფინა რომში.

მელომანებისთვის კი როკჯგუფი The Horrors ამ კვირის ბოლოს  ახალი ალბომით ბრუნდება. აქვე შეგიძლია, გაეცნოთ ჩვენს მიმოხილვას ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ჯგუფ „ქლიპინგის“ შესახებ.

ასევე გელით ხელოვნების ნიმუშების გამოფენა მაასტრიხტში, Nuits de Fourvière-ის მუსიკალური ფესტივალი ლიონში და კიდევ მრავალი სხვა ღონისძიება, რომლებზეც ღირს ყურადღების გამახვილება.

გამოფენები

ჟერარ სეკოტოს ავტოპორტრეტი, 1947 – Credit: პომპიდუს ცენტრი

პარიზში ახლა ძალიან ბევრი საინტერესო გამოფენა ეწყობა – გასულ კვირას ჩვენ მიმოვიხილეთ ორსეის მუზეუმში მიმდინარე გამოფენა, რომელიც ქუჩის მხატვრობას ეხებოდა.  ამ კვირაში კი ვისაუბრებთ იმ ფერადკანიანი მხატვრების ნამუშევრების გამოფენის შესახებ, რომლებმაც გავლენა იქონიეს ქალაქის ხელოვნების სტილზე 1950 წლიდან 2000 წლამდე პერიოდში. გამოფენაზე წარმოდგენილია 150 მხატვრის შემოქმედება, რომელიც ეხება იდენტობის თემებსა  და მის ასახვას მხატვრული პრაქტიკის საშუალებით. გამოფენა პარიზის პომპიდუს ცენტრში 19 მარტიდან 30 ივნისის ჩათვლით გაიმართება.

ღონისძიებები

ლიონში კი 2 ივნისიდან 26 ივლისის ჩათვლით უძველესი ამფითეატრის ნანგრევებთან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი, ყოველწლიური Nuits de Fourvière-ის მუსიკალური ფესტივალი გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიება ივნისში იგეგმება, ბილეთების გაყიდვა 19 მარტს დაიწყება და ველით, რომ სწრაფად ამოიყიდება. წლევანდელი შემადგენლობა ისეთია, როგორიც არასდროს ყოფილა. ფესტივალზე მონაწილეობას მიიღებენ  ბეთ გიბონსი, ფონტაინეს დი სი,  ბენ მასუე, მაქს რიხტერი, De La Soul, La femme,  The Libertines, Cypress Hill, ანუშკა შანკარი,  Kraftwerk და სხვები. დამატებითი ინფორმაციისთვის თვალ-ყური ადევნეთ ჩვენს სრულ მიმოხილვას, რომელიც ამ კვირაში გამოვა.

ლონდონის საუნდტრეკების პირველ ფესტივალზე წარდგება კომპოზიტორი ჰოვარდ შორი – Joerg Carstensen/dpa via AP

თუ  The White Lotus-ის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი რამეს გვეუბნება, ეს არის ის, რომ საუნდტრეკი ხელოვნებისა და ჩვენ გარშემო არსებული სამყაროს განუყოფელი ნაწილია. მათი მნიშვნელობის წარმოსაჩენად ლონდონში გაიმართება ფესტივალი,  მსმენელი ცოცხალი შესრულებით მოისმენს  ფილმების, სატელევიზიო და ვიდეოთამაშების საუნდტრეკებს ქალაქის ყველაზე ცნობილ დარბაზებში, როგორებიცაა Alexandra Palace, The Roundhouse, Southbank Center და BFI IMAX. ფესტივალზე მონაწილეობას მიიღებენ ლეგენდარული კომპოზიტორები, რომელთა შორის არიან ჰოვარდ შორი, ჰილდურ გუდნადოტირი და ენ დადლი.  მაყურებლის წინაშე სპეციალური მოწვევით წარდგებიან ასევე კინორეჟისორი დეივიდ კრონენბერგი, Pet Shop Boys-ის სოლისტი ნილ ტენანტი და Scissor Sisters-ის წევრი ჯეიკ შირზი. ღონისძიებები 19-დან 26 მარტის ჩათვლით ლონდონში გაიმართება.

მსოფლიოს  ხელოვნების საუკეთესო  ბაზრობა ამჟამად ნიდერლანდებში მიმდინარეობს. აქ გამოფენილია განსაცვიფრებელი კლასიკური და თანამედროვე ხელოვნების, ფოტოგრაფიის, სამკაულების, დიზაინის ნიმუშები. წლევანდელ ღონისძიებას 260-ზე მეტი მოვაჭრე უერთდება. ბაზრობაზე წარმოდგენილი ნამუშევრები მოიცავს 7000-წლიან ისტორიას, რომაული ხელნაწერებიდან დაწყებული ძველი ეგვიპტური გულსაკიდებითა და რენესანსის შედევრებით დამთავრებული. თუმცა მოემზადეთ იმედგაცრუებისთვისაც, რადგან მათი ფასი საკმაოდ მაღალია. ღონისძიება ნიდერლანდებში, კერძოდ, მაასტრიხტში, 15-იდან 20 მარტის ჩათვლით იმართება.

ფილმები

Snow White

პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის „ფიფქიას“ გამოსვლიდან 88 წელი გავიდა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, როგორც სოციალური ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. მოძველებული კლასიკა  განახლებას ითხოვდა.  ახალ ფილმში ფიფქია (რომლის როლს ზეგლერი ასრულებს) ძლიერი გოგოა, იგი ხსნას უფლისწულისგან არ ელოდება და თავად  ცდილობს, გაათავისუფლოს თავისი სამეფო ბოროტი დედოფლისგან (მას გალ გადოტი განასახიერებს). ფილმი ევროპის კინოთეატრებში 21 მარტს გამოვა.


.

Celebrating 130 years of cinema: Lumière, l’aventure continue!

19 მარტს გადის 130 წელი მას შემდეგ, რაც ლუი და ოგიუსტ ლუმიერებმა კინო გამოიგონეს. ამის აღსანიშნავად ტიერი ფრემომ, ლიონის ლუმიერის ინსტიტუტის დირექტორმა და კანის კინოფესტივალის გენერალურმა წარმომადგენელმა, გადაიღო ახალი მხატვრული ფილმი სახელწოდებით „ლუმიერი, თავგადასავალი გრძელდება!“ ფილმის პრემიერა 19 მარტს საფრანგეთის კინოთეატრებში გაიმართება.

ლუმიერის ინსტიტუტის დირექტორი და კანის კინოფესტივალის გენერალური წარმომადგენელი ტიერი ფრემო და მისი ახალი ფილმი Lumière, l’aventure continue! – Copyright Joseph Allen – Ad Vitam

ჩვენ გავესაუბრეთ ფრემოს ძმები ლუმიერების მიერ დატოვებული მემკვიდრეობის შესახებ. ასევე დავუსვით კითხვები, თუ  როგორი იქნება კინოსთვის შემდეგი საუკუნე და რა მნიშვნელობა აქვს ძვირფასი მემკვიდრეობის დაცვას თანამედროვე საფრთხეების გათვალისწინებით. სრული ინტერვიუ შეგიძლიათ წაიკითხოთ ჩვენს ვებგვერდზე.

Dope Thief


.

ყველამ უნდა გამოიმუშაოს საარსებო წყარო. ფილადელფიაში მცხოვრები მეგობრები რეისი (ბრაიან ტაირი ჰენრი) და მენი (ვაგნერ მოურა) ნარკოტიკების წინააღმდეგ მებრძოლ  აგენტებად ასაღებენ თავს, რათა  გაძარცვონ ადგილობრივი ნარკომოვაჭრეები, შემდეგ კი თავად გაყიდონ ეს ნარკოტიკები. ეს იქამდე გრძელდება, სანამ ისინი კარტელსა და პოლიციას არ შეეჯახებიან. მძიმე, მაგრამ ამავე დროს იუმორისტული ტრილერი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ Apple TV+ ჯერჯერობით ისევ ლიდერობს 2025 წლის საუკეთესო სერიალების თვალსაზრისით.

მუსიკა

The Horrors: Night Life


.

ბრიტანული როკჯგუფი The Horrors  ბრუნდება მეექვსე სტუდიური ალბომით, სიმბოლურია, რომ ის ჯგუფის დაარსებიდან თითქმის 20 წლის თავზე გამოდის. წლების განმავლობაში  The Horrors-მა მოახერხა, აქტუალურობა არ დაეკარგა.  ჯგუფის წევრები გვპირდებიან, რომ მათი ნამუშევარი ისეთივე დამაინტრიგებელი იქნება. ბასისტმა რის ვებბმა Soundsphere Magazine-ს განუცხადა, რომ ეს არის Horrors-ის კლასიკური ალბომი მომავლისგან.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend