მთავარიევროპაჩრდილოეთი მაკედონიაჩრდილოეთ მაკედონიაში ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 59 ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ მაკედონიაში ღამის კლუბში გაჩენილ ხანძარს 59 ადამიანი ემსხვერპლა

59 ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ მაკედონიის ქალაქ კოჩანში ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის გამო.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 100-ზე მეტი ადამიანია ჰოსპიტალიზებული და დაშავებულთა შორის თვრამეტის მდგომარეობა მძიმეა. ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ალბანეთის, ბულგარეთის, სერბეთისა და საბერძნეთის მთავრობებმა მათ დახმარება შესთავაზეს.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, პანჩე ტოშკოვსკიმ განაცხადა, რომ ხანძარი ადგილობრივი პოპ ჯგუფის კონცერტის დროს, ღამის 02:30 საათზე გაჩნდა. მისივე თქმით, საქმეზე ერთი მამაკაცი დააკავეს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ახალგაზრდებმა კლუბში სავარაუდოდ, გამოიყენეს პიროტექნიკა, რამაც სახურავზე ცეცხლის გაჩენა გამოიწვია.

ოჯახის წევრები საავადმყოფოებთან და საკრებულოს შენობასთან ხელისუფლებისთვის დამატებითი ინფორმაციის მიღების მოთხოვნით შეიკრიბნენ.

რეგიონის ქვეყნების ლიდერებმა ჩრდილოეთ მაკედონიის მთავრობასა და მოსახლეობას მიუსამძიმრეს. მათ შორის ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ, ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში მარტა კოსიმ და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

პიროტექნიკა ღამის კლუბებში ხშირად გამხდარა სიკვდილის მიზეზი. 2015 წელს ბუქარესტის კლუბ კოლექტივში პიროტექნიკის გასროლის შედეგად 64 ადამიანი დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend