მთავარისაქართველო„პროფკავშირები სოლიდარობისთვის” - აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან

„პროფკავშირები სოლიდარობისთვის” – აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან

“პროფკავშირები სოლიდარობისთვის”- ამ სახელწოდებით, საზოგადოებრივ მაუწყებელთან აქცია გაიმართა.

სხვადასხვა პროფესიული კავშირების წარმომადგენლებმა ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრეს  და განაცხადეს, რომ საქართველოს მოქალაქეებს მუდმივად უწევთ ბრძოლა სოციალური სამართლიანობისა და შრომითი უფლებებისთვის.

მათ თქვეს, რომ ამის შესაფასებლად ისიც კმარა, რომ საქართველოში 1999 წლიდან დღემდე მინიმალურ ხელფასად ოფიციალურად 20 ლარია განსაზღვრული. ამავდროულად, პროტესტის მონაწილეები იზიარებენ საზოგადოების მოთხოვნას იმის შესახებ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნის ხალხს. ამბობენ, რომ სწორედ ხალხის ხმა უნდა ისმოდეს იმ მედიასივრცეში, რომელსაც საზოგადოებრიობაზე აქვს პრეტენზია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend