მთავარიმსოფლიოკი თუ არა? - მოსკოვი პასუხს არ ჩქარობს

კი თუ არა? – მოსკოვი პასუხს არ ჩქარობს

ბურთი მოსკოვის მოედანზეა, ბურთთან ერთად კი დილემაც – დაასრულოს თუ გააგრძელოს ის რაც დაიწყო? დანაკარგები დიდია – მაგრამ იქნება თუ არა ეს ფაქტორი ვლადიმერ პუტინისთვის? – ბუნდოვანია.

ამერიკული მხარე საუდის არაბეთში უკრაინელებთან მიღწეული შეთანხმების დეტალებს მოსკოვს უკვე აცნობს. პროცესში პირადად სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხების მრჩეველი, მაიკლ ვოლცი არიან ჩართული. თავად კრემლი ელის და არ ჩქარობს.

“მოვლენებს ნუ გავუსწრებთ. ჯერ ინფორმაცია უნდა მივიღოთ. უახლოეს დღეებში ამერიკელებთან კონტაქტებია დაგეგმილია, რომლის ფარგლებშიც იმედი გვაქვს, უკვე სრულ ინფორმაციას მივიღებთ. ჩვენ არ გამოვრიცხავთ არც პირდაპირი სატელეფონო საუბრის შესაძლებლობას უმაღლეს დონეზე. თუ ამის საჭიროება დადგება, მისი ორგანიზება სწრაფადვე მოხდება. ამერიკელებთან არსებული დიალოგის არხები ამის შემჭიდროებულ ვადებში განხორციელების საშუალებას იძლევა”, – აღნიშნა მედიის კითხვების საპასუხოდ, დიმიტრი პესკოვმა კრემლიდან.

რა მოხდება თუ პუტინმა “კის” – “არა” ამჯობინა. ვაშინგტონში თვლიან, რომ ეს მათთვის ბევრისმთქმელი იქნება.

კერძოდ იმის, რომ მშვიდობის მიღწევის სურვილი მოსკოვში არ გააჩნიათ. ამ შემთხვევისთვის ბერკეტები გააჩნია თავად აშშ-ს. მარკო რუბიომ ყველას შეახსენა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები არსად გამქრალა.

მიუხედავად იმ დაშვებისა, რომ მოსკოვი შესაძლოა ტრამპისთვისაც არასაიმედო მომლაპარაკებელი გამოდგეს, სახელმწიფო მდივანი მაინც ცდილობს, კონსტრუქციულობა შეინარჩუნოს და ოპტიმისტური განწყობა შეინარჩუნოს.

“ჩვენ დღეს გვექნება კონტაქტი რუსულ მხარესთან. სხვადასხვა დონეზე კონტაქტები არსებობს და ასეც გაგრძელდება. მთავარი შეკითხვა აქ რუსეთის რეაქციას ეხება! ჩვენ მათ ინფორმაციას პირდაპირ მივაწვდით, ვეტყვით, რომ უკრაინა მზადაა შეაჩეროს სამხედრო მოქმედებები ფრონტზე და დაიწყოს მოლაპარაკებების დაუყოვნებლივი პროცესი.

ვნახავთ რა იქნება პასუხი. თუ პასუხი იქნება დიახ, ეს მოგვცემს პროგრესსა და მშვიდობის შანსს, თუ პასუხი იქნება არა – ეს იქნება ძალიან სამწუხარო და მათ განზრახვებს ძალიან ნათელს გახდის.

თუ პასუხი უარია, ამას უნდა შევეგუოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები სწორედ ამის საფუძველზე. ვიმედოვნებთ, რომ პასუხი იქნება დიახ.

პირველი ნაბიჯი იმის მიმღეობაა, რომ ეს კონფლიქტი ვერ გადაწყდება სამხედრო გზით, რადგან ვერცერთი მხარე ვერ შეძლებს თავის მაქსიმალისტური მიზნების მიღწევას სამხედრო მოქმედებების გზით. ერთადერთი გზა ამ კონფლიქტის დასასრულებლად მოლაპარაკებებია. უნდა დავიწყოთ სამშვიდობო პროცესი, რაც რთული ხდება მაშინ, როდესაც ადამიანებს ყოველდღიურად კლავენ. იმედი გვაქვს, შევძლებთ ცეცხლის შეჩერებას და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასხდომას. ამას დასჭირდება გარკვეული პერიოდი, რომ მხარეებისთვის მისაღები შედეგი დადგეს, უკრაინის შემთხვევაში ესაა გრძელვადიანი სამხედრო კეთილდღეობა და უსაფრთხოება. უკრაინელებმა თქვეს, რომ საქმე მხოლოდ ომის დასრულებაში არაა,არამედ მათ სურთ თავიანთი პატიმრების, თავიანთი ბავშვების უკან დაბრუნება. სხვა ქვეყნების მსგავსად უკრაინას ასევე სურს გრძელვადიანი უსაფრთხოება.რა აზრი ექნება ამ ძალისხმევას, თუ წლების შემდეგ ომის ისევ განახლდა. ამიტომ კითხვა ეხება სწორედ შეკავებას,შეძლებს თუ არა უკრაინა შექმნას შემაკავებელი მექანიზმი შესაძლო თავდასხმების შემთხვევისთვის მომავალში. და მას ამაში არავინ ედავება“, – თქვა აშშ-ის პირველმა დიპლომატმა, მარკო რუბიომ.

სხვადასხვა წყარო წერს, რომ კრემლის მაღალჩინოსნებში არსებობს მოსაზრება, რომ პუტინი პირობებს არ დათანხმდება.

ეს ბევრისთვის არ იქნება სიურპრიზი, რადგან ამის წინაპირობები იკითხება. მათ შორისაა საგარეო საქმეთა მინისტრის ბოლო განცხადებები, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალების განლაგებისა თუ ტერიტორიული დათმობების დაშვებას გამორიცხავს.

ამასთან, ლავროვი ომის დაწყების პირველადი მიზეზების აღმოფხვრაზე ამახვილებს ყურადღებას და ხშირად უკრაინის ხელისუფლებას მოიხსენიებს სიტყვებით “რეჟიმი” და “ნაციზმი” – 11 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ აგრესორ მეზობელს შეახსენა, რომ არ აპირებს რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიები რაიმე სახით აღიაროს.

არჩევნები კი ქვეყანაში მხოლოდ ომის შემდეგ ჩატარდება. უკრაინის პრეზიდენტს აქვს საკუთარი მოსაზრება იმაზეც, თუ რა პასუხი მოჰყვება კრემლის უარს შტატებიდან.

“როგორც მესმის, შეგვიძლია ძლიერ ნაბიჯებზე გვქონდეს გათვლა. დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ ვსაუბრობთ სასანქციო ქმედებებზე. ამერიკამ და უკრაინამ თავიანთი განზრახვები უკვე აჩვენეს, ახლა ამას რუსეთმა უნდა უპასუხოს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული იმაზე, სურს თუ არა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა თუ სურს ადამიანების მკვლელობის გაგრძელება. დღეს ყველაფერი ამ ქვეყანაზეა დამოკიდებული. უსაფრთხოებით გარანტიებს რაც შეეხება, მათზე დეტალურად მას შემდეგ ვისაუბრებთ, თუ ცეცხლის შეწყვეტილა 30 დღით მოხერხდა. სწორედ ეს დროა მოცემული სამუშაო დოკუმენტის შესაქმნელად. ჩვენ გვაქვს ჩვენი შეთავაზებები, მათ შორის იმ უსაფრთხოებით გარანტიებზე, რაც ომის დასრულების შემდეგ უკრაინას დასჭირდება. გავიმეორებ, რომ ჩვენგან არავის სჯერა რუსების – ეს უკვე გავლილია. მაგრამ არ გვსურს, იმ მოსაზრებებთან თამაში, თითქოს, ომის დასრულება არ გვსურს. ცეცხლის შეწყვეტაზე ძალიან სერიოზულად ვარ განწყობილი, და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია “, – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სულ რომ ვერაფერი, საუდის არაბეთში შემდგარმა წარმატებებმა დისკუსიებმა კიევსა და ვაშინგტონს შორის წესრიგი აღადგინა. რაც ვოლოდიმირ ზელენსკისთვის საკვანძოდ მნიშვნელოვანი ამოცანა იყო.

წესრიგთან ერთად აღდგა სამხედრო დახმარება და სადაზვერვო ინფორმაციაზე წვდომაც.

პოლონეთის აღმოსავლეთით, ქალაქ ჟეშუვის სიახლოვეს მდებარე სამხედრო დერეფანში დღეს მოძრაობა იყო.

რადოსლავ სიკორსკი – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი:

“მე გიდასტურებთ,რომ შეიარაღების მიწოდება იაშონკას გზით დაუბრუნდა აქამდე არსებულ დონეს. როგორც მესმის, სტარლინკის სისტემაც მუშაობაც”,  – დაადასტურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ, რომელიც დღეს უკრაინელ კოლეგას, ანდრიი სიბიჰას მასპინძლობდა.

უკრაინელი დიპლომატი საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სწორედ ვარშა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend