მთავარიმსოფლიოIQAir-ის ცნობით, ყველაზე ბინძური ჰაერი ჩადიში, კონგოში, ბანგლადეშში, პაკისტანსა და ინდოეთშია

IQAir-ის ცნობით, ყველაზე ბინძური ჰაერი ჩადიში, კონგოში, ბანგლადეშში, პაკისტანსა და ინდოეთშია

ექსპერტთა ცნობით, მსოფლიოში ადამიანების უმეტესობა დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს.

შვეიცარიაში დაფუძნებული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის მონაცემთა ბაზამ, IQAir-მა, 40 000 ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სადგურის მონაცემი შეაგროვა 138 ქვეყნიდან და დაადგინა, რომ ყველაზე ბინძური ჰაერი ჩადიში, კონგოში, ბანგლადეშში, პაკისტანსა და ინდოეთშია.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ მსოფლიოს 9 ყველაზე დაბინძურებული ქალაქიდან, 6 ინდოეთისაა. მათგან ყველაზე უარესი კი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქი ბირნიჰატია.

ექსპერტების აზრით, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მსოფლიოს მასშტაბით, შეიძლება ბევრად სავალალო იყოს, რადგან ამ წუთისთვის მსოფლიოს უმეტეს ნაწილში ამ კუთხით მონიტორინგის წარმოების საშუალება ექსპერტებს არ აქვთ. მაგალითად, აფრიკაში ყოველ 3,7 მილიონ ადამიანზე მხოლოდ ერთი მონიტორინგის სადგურია.

გლობალურად ქალაქების მხოლოდ 17 პროცენტი აკმაყოფილებს ჰაერის დაბინძურების ნორმებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend