მთავარიევროპაუკრაინააშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წევრები ევროპას ეწვევიან, რათა იმსჯელონ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების...

აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის წევრები ევროპას ეწვევიან, რათა იმსჯელონ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულების გზებზე

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის წევრები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრებიან, რათა განიხილონ უკრაინაში ომის დასრულების გზები. ამის შესახებ შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ უოლცმა განაცხადა.

მან ასევე დასძინა, რომ ევროპამ სამომავლოდ უფრო მეტად უნდა იმოქმედოს უკრაინის მხარდასაჭერად. მოლაპარაკებებისა და ომის დასრულების აუცილებლობაზე საუბრობს თავად შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც აცხადებს, რომ გარკვეული დისკუსიები უკვე შედგა და აუცილებელია ამ მოლაპარაკებების გაგრძელება.

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ ამ კვირაში ახალი ადმინისტრაციის მაღალი რანგის წევრები ევროპელ ოფიციალურ პირებს შეხვდებიან, რათა განიხილონ უკრაინაში ომის დასრულების გზები.

ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი მაიკ უოლცი – AP Photo

ეს ხდება თითქმის სამი წლის შემდეგ, რაც რუსეთმა სრულმასშტაბიანი ინტერვენცია წამოიწყო. უოლცმა განაცხადა, რომ რუსეთის ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია. დონალდ ტრამპი მზადაა, დამატებითი სანქციები დააწესოს, თუ ვლადიმერ პუტინი უარს იტყვის მოლაპარაკებებზე.

მოლაპარაკებების დროს განიხილავენ შეერთებული შტატების დახმხარების საკითხსაც. მისი თქმით,  ევროპელმა მოკავშირეებმა სამომავლოდ უფრო მეტი უნდა გააკეთონ უკრაინის მხარდასაჭერად. ტრამპი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები რუსეთს კიევის მონაწილეობის გარეშე ესაუბრება.

უკვე გაიმართა მნიშნელოვანი დისკუსიები. ბაიდენის ადმინისტრაციას განსხვავებული მიდგომა ჰქონდა. ყველა საკითხის განხილვაში უკრაინა ყოველთვის იყოს ჩართული.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა  უკვე გამართა გარკვეული მოლაპარაკებები და ელოდება, რომ კიდევ იქნება დისკუსიები. მისი თქმით, მათ უნდა დაასრულონ ეს ომი, რაც შეიძლება მალე. ის არც დაიწყებოდა, პრეზიდენტი ტრამპი რომ ყოფილიყო.

ვიცე-პრეზიდეტი ჯეი დი ვანსი მიმდინარე კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაემგზავრება, სადაც ასევე იქნება უკრაინული დელეგაცია ვოლოდიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით.

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, თავდაცვის მდივანი პიტ ჰეგსეთი და ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში კით კელოგიჰეგსეთი ოთხაშაბათს ბრიუსელში ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრასაც დაესწრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend