უწყვეტი პროტესტის პარალელურად, „ქართული ოცნება“ დაჩქარებული წესით იღებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც მოქალაქეთათვის ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ სასჯელს ამკაცრებს.
უფლებადამცველი ორგანიზაციების შეფასებით, ამ ინიციატივით ქვეყნის მმართველი პარტია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ზღუდავს.
რას გულისხმობს „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ცვლილებათა პაკეტი, რამდენად შეესაბამება ახალი სამართლებრივი ნორმები ქვეყნის კონსტიტუციას, როგორია გაზრდილი ფულადი ჯარიმებისა და სხვა შეცვლილი სახდელების პრინციპი – ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში „დემოკრატიული კვლევის ცენტრის” იურისტმა თათია კონიაშვილმა ისაუბრა.