მთავარიაზიაღაზარაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გაიხსნა

რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი გაიხსნა

რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი უკვე გაიხსნა.  რაფაჰის გადასასვლელთან რამდენიმე სატვირთო მანქანაა მობილიზებული, რომელთაც ღაზიდან იძულებით გადაადგილებული  ბავშვებისთვის  ჰუმანიტარული ტვირთი გადააქვთ.

ისრაელსა და ,,ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როცა რაფაჰის საზღვართან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული დახმარების გადაცემის შესაძლებლობა გაჩნდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და პარტნიორების მხარდაჭერით, 34 ბავშვი და 3 ზრდასრული  ღაზის სექტორიდან რაფაჰის საზღვრის გავლით ეგვიპტეშია გადაყვანილი.

ჯანმოს განცხადებით, სამედიცინო ევაკუაციისთვის  ყველა შესაძლო მარშრუტი უნდა გამოიყენონ, რადგან ათასობით ადამიანის გადარჩენა სწორედ სწრაფ რეაგირებაზეა დამოკიდებული.

,,ჯანმოს შეფასებით, 12,000-იდან 14,000-ამდე კრიტიკულ პაციენტს სჭირდება დახმარება. ასე რომ, ეს მხოლოდ დასაწყისია. სასწრაფოდ უნდა გაიხსნას დერეფნები ღაზის მიმდებარე ტერიტორიაზე“ – აცხადებს ჯანმოს წარმომადგენელი რიჩარდ პეპერკორნი.

რაფაჰის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი 2024 წლის მაისში დაიკეტა. მას შემდეგ ის პირველად 2025 წლის 2 თებერვალს გაიხსნა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend