მთავარიამერიკააშშაშშ-ის მოქალაქეები ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს ეხმაურებიან

აშშ-ის მოქალაქეები ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს ეხმაურებიან

პენსილვანიაში მოქალაქეები გამოეხმაურნენ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომელიც არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და ფენტანილის უკანონო ვაჭრობის შესაჩერებლად  კანადიდან, მექსიკიდან და ჩინეთიდან შემოსულ საქონელზე ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

სამივე ქვეყანა აშშ-ს  უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია.  საპასუხოდ კანადამ და მექსიკამაც დაუწესეს აშშ-ს გადასახადები.

ნიკოლას კარაიაკაილარი, რომელიც ნიუ-იორკის შტატიდანაა, ამბობს, რომ მას არ აქვს დიდი ეკონომიკური გამოცდილება, თუმცა იცის, რომ ამ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი  ჩინეთთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა აქვთ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ მექსიკა და კანადა მათი მეზობლები არიან. მისი აზრით, ტარიფები აუცილებლად გავრცელდება  მომხმარებლებზეც.

დონალდ ტრამპმა დამატებით 10-პროცენტიანი ტარიფი დააწესა ჩინეთიდან შემოსულ საქონელზე.  მან ეს გადაწყვეტილება კონგრესის თანხმობის გარეშე მიიღო.

აშშ-ს პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ ამ ნაბიჯმა შესაძლოა ინფლაციის ზრდა და სამუშაო ადგილების შემცირება გამოიწვიოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend