რომში იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება ტრიპოლის პოლიციის ყოფილი უფროსის ლიბიაში რეპატრიაციის საქმეზე.
ოსამა ალ-მასრი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნებოდა. იტალიის პრემიერი უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ იტალიის იუსტიციის მინისტრს არ გაუგზავნა ოსამა ალ-მასრის დაკავების ორდერი.
რომში იტალიის პრემიერის ჯორჯია მელონის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობს. მან სამშობლოში დააბრუნა ის ლიბიელი მებრძოლი, რომელსაც ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო ეძებდა.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოში მელონი თავად ამბობს, რომ პროკურორები მას ოსამა ანჯიემის, იმავე ოსამა ალ-მასრის, დახმარებასა და ხელშეწყობაში ადანაშაულებენ.
იტალიის პრემიერი უარყოფს ბრალდებებს და ამბობს, რომ რომის სააპელაციო სასამართლომ ალ-მასრი იმიტომ გაათავისუფლა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ იტალიის იუსტიციის მინისტრს დროულად არ გაუგზავნა მისი დაკავების ორდერი. სასამართლომ დაკავების გადაწყვეტილება იმ დროს მიიღო, როდესაც ალ-მასრი იტალიაში შემოდიოდა, თუმცა მანამდე იგი 12 დღე მშვიდად იმყოფებოდა ევროპის სამ სხვადასხვა ქვეყანაში.
სასამართლო ალ-მასრის 2015 წლიდან მიტიგის ციხეში ომისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში სდებს ბრალს. მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
ალ-მასრის რეპატრიაციამ ლიბიაში, რომელიც ევროკავშირის საკვანძო პარტნიორია მიგრაციასთან ბრძოლაში, უფლებადამცველი ჯგუფებისა და იტალიის ოპოზიციური პარტიების კრიტიკა და აღშფოთება გამოიწვია.