მთავარიევროპაბელარუსიევროკავშირი გეგმავს, ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესოს

ევროკავშირი გეგმავს, ბელარუსს დამატებითი სანქციები დაუწესოს

მას შემდეგ, რაც ალექსანდრ ლუკაშენკა ბელარუსის პრეზიდენტი მე-7 ვადით გახდა, ევროკავშირი ბელარუსს ახალი სანქციებით დაემუქრა, თუმცა კონკრეტულად სანქციების რა პაკეტი ამოქმედდება ან როდის, ჯერჯერობით უცნობია.

„ბელარუსში ჩატარებული ყალბი არჩევნები არ ყოფილა არც თავისუფალი და არც სამართლიანი“ – განაცხადა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა, კაია კალასმა გაფართოების კომისარ მარტა კოსთან ერთად გაკეთებულ განცხადებაში.

„ადამიანის უფლებების დაუნდობელმა და უპრეცედენტო რეპრესიამ და დამოუკიდებელ მედიაზე მიუწვდომლობამ ბელარუსში საარჩევნო პროცესს ყოველგვარი ლეგიტიმაცია წაართვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათ ბელარუსის მთავრობას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები. კვირას გამართულ პრესკონფერენციაზე ლუკაშენკამ თქვა: “ფეხებზე მკიდია დასავლეთი”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend