მთავარიკუბიაშშ-ში TikTok-ის მუშაობა აღდგა

აშშ-ში TikTok-ის მუშაობა აღდგა

12-საათიანი გათიშვის შემდეგ, აშშ-ში TikTok-ის მუშაობა განახლდა. აპლიკაციის შეზღუდვა განაპირობა 19 იანვარს ამოქმედებულმა კანონმა, რომელიც შტატებში ჩინური აპლიკაციის მუშაობას ზღუდავს, თუმცა TikTok-ი კანონის ოფიციალურად ამოქმედებამდე ცოტა ხნით ადრე გაითიშა.

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აპლიკაციის აკრძალვის პროცესს 90 დღით გადაავადებს. TikTok-ის ადმინისტრაციამ მადლობა გადაუხადა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, „საჭირო სიცხადისა და ნდობისთვის“.

ამავე განცხადებაში ნათქვამია, რომ TikTok-ი იმუშავებს ტრამპთან გრძელვადიან პერსპექტივაზე, რათა აპლიკაცია ამერიკაში დიდი ხნით დარჩეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend