მთავარიმსოფლიო“უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა მეტ ქაოსსა და ომს გამოიწვევს“ - ლოიდ ოსტინი

“უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა მეტ ქაოსსა და ომს გამოიწვევს“ – ლოიდ ოსტინი

“არც ერთი პასუხისმგებლობიანი ლიდერი არ დაუშვებს, რომ პუტინმა თავისი გაიტანოს” – აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი აფრთხილებს მომავალ ადმინისტრაციას, რომ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა გამოიწვევს მხოლოდ მეტ აგრესიას, ქაოსსა და ომს.

გერმანიაში რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე ოსტინმა თქვა, რომ უკრაინის გადარჩენა გლობალური უსაფრთხოების საკითხია.

„ეს გზა ახლა რთულია. მაგრამ ყველა ალტერნატივა გაცილებით უარესია“, – დასძინა ოსტინმა.

უკვე მეორე დღეა რამშტაინის სამხედრო ბაზაზე უკრაინის დახმარების საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს. ლიდერები განიხილავენ თუ როგორ უნდა გაგრძელდეს უკრაინის დახმარება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend