აშშ-ში ფრინველის გრიპით გარდაცვალების პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ფართო პოპულაციისთვის საფრთხე ჯერჯერობით დაბალია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერმა მარგარეტ ჰარისმა ჟენევაში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაავადების გამომწვევი H5N1 ვირუსი ძირითადად, ეხება იმ ადამიანებს, ვინც მუშაობს ცხოველებთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში და მათ უკეთ უნდა დაიცვან თავი.
„ვირუსი არ ცირკულირებს ადამიანებში, თუმცა ის შეიძლება უცებ მოხვდეს იმ პირებში, რომლებიც არ არიან შესაბამისად დაცულები, განსაკუთრებით ფრინველებთან თუ რძის მწარმოებელ პირუტყვთან მომუშავე თანამშრომლები. ეს არის ერთგვარი რისკჯგუფი, რომელშიც ცხოველიდან ადამიანზე გადაცემის ყველაზე მეტი შემთხვევა ვლინდება, თუმცა ფართო გავრცელების საფრთხეს ჯერჯერობით ვერ ვხედავთ”, – ამბობს მარგარეტ ჰარისი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპიკერი.
“Human metapneumovirus #hMPV is NOT a new virus.
First identified in 2001, it has been in the human population for a long time. It is a common virus that circulates in winter and spring. It usually causes respiratory symptoms similar to the common cold.”
– @who pic.twitter.com/zojxwNLgH8
— United Nations Geneva (@UNGeneva) January 7, 2025
მარგარეტ ჰარისმა განაცხადა, რომ პაციენტი, რომელიც ლუიზიანაში ამ ვირუსით გარდაიცვალა, 65 წლის იყო და ჯანმრთელობის სხვა ქრონიკული პრობლემები აწუხებდა. ჯანდაცვის სპეციალისტების ინფორმაციით, მას ქათმებსა და გარეულ ფრინველებთან ჰქონდა შეხება. ფრინველის გრიპის შემთხვევები გასული წლის ბოლოს ევროპაშიც გამოვლინდა, თუმცა წინა წლებთან შედარებით გავრცელების მაჩვენებლები დაბალ ნიშნულზე რჩება.