აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთში კით კელოგმა იანვრის დასაწყისში დაგეგმილი დიპლომატიური ვიზიტები ტრამპის ინაუგურაციამდე გადადო.
ვიზიტი დაგეგმილი იყო კიევში, რომში, პარიზსა და ევროპის სხვა დედაქალაქებშიც. ინფორმაციას ინგლისის საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი” ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კით კელოგი კიევში ჩასვლას, უკრაინელ ლიდერებთან შეხვედრას, თავდაპირველად იანვრის დასაწყისში გეგმავდა.
ვიზიტების გადავადების მიზეზი უცნობია და მოსალოდნელია, რომ კით კელოგი უკრაინას უკვე 20 იანვრის შემდეგ ეწვევა.