მთავარისაქართველობედობა რუსთაველზე

ბედობა რუსთაველზე

2025 წლის მეორე დღეს, რუსთაველის გამზირზე ისევ შეიკრიბნენ მოქალაქეები და დედაქალაქის მთავარი ქუჩა 8 საათისთვის გადაკეტეს.

“უნდა დავებედოთ ერთმანეთს, უნდა დავიბედოთ ევროპული მომავლისთვის ბრძოლა”,- ამბობდნენ აქციის მონაწილეები, რომლებიც უკვე 36-ე დღეა უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ.

მათი მოთხოვნები უცვლელია: აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები.

“საპროტესტო მუხტი არ განელებულა. ეს არის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ, “ქართულმა ოცნებამ” ალბათ გააკეთა რაც სურდა, თუმცა რის ფასად გააკეთა ეს ყველაფერი? სამწუხაროდ, მათთვის და ქვეყნისთვის საბედნიეროდ, ისინი გადავიდნენ რეჟიმი, როდესაც ვეღარ გაიუმჯობესებენ თავის მდგომარეობას და სანქციებიდან ვეღარ გამოვლენ”,- ამბობს აქციის მონაწილე, იურისტი ნიკა სიმონიშვილი ევრონიუს ჯორჯიასთან საუბრისას.

საპროტესტო აქციები საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. 28 ნოემბრიდან კი დემონსტრაციებმა მასშტაბური სახე მიიღო.

სწორედ, 28 ნოემბერს პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა: “მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი”.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend