29 აპრილს, გამთენიისას ჭიათურაში პროტესტის 4 მონაწილე დააკავეს.
როგორც მაღაროელები ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში ამბობენ, ფიზიკური დაპირისპირება იყო მოშიმშილეებსა და სამართალდამცველებს შორის, წაართვეს მობილური ტელეფონები და გადაღების საშუალება არ მისცეს.
ჭიათურელი მაღაროელები უკვე 61-ე დღეა სამუშაო პირობებს აპროტესტებენ, მათი ნაწილი კი – შიმშილობს.
მაღაროელებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ მათ შორის უმთავრესია მარტისა და აპრილის ხელფასების 60%-ის მიღება და საბანკო ვალდებულებების გაყინვა, ვიდრე სამუშაო პროცესს არ დაუბრუნდებიან.
მაღაროელების კიდევ ერთი მოთხოვნაა, მაღაროების მართვა სახელმწიფომ გადაიბაროს. როგორ და რა პირობებში გაგრძელდება მათი საქმიანობა, ეს ჯერ კიდევ არავინ იცის.