მთავარისაქართველოსაგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო სამძიმრის წერილს აქვეყნებს

ყაზახეთის რესპუბლიკაში აზერბაიჯანული ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

დიპლომატიური უწყება სამძიმარს და თანაგრძნობას უცხადებს მეგობარი აზერბაიჯანის მთავრობასა და ხალხს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

„გვსურს, გულწრფელი სამძიმარი და ღრმა თანაგრძნობა გამოვუცხადოთ მეგობარი აზერბაიჯანის მთავრობასა და ხალხს. ამ რთულ დროს, საქართველო სოლიდარულია სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ყაზახეთის ქალაქ აქტაუს საერთაშორისო აეროპორტთან აზერბაიჯანის ავიახაზების სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა 25 დეკემბერს განიცადა. რეისი ბაქოდან გროზნოს მიმართულებით სრულდებოდა. ბორტზე 67 პირი იმყოფებოდა, მათგან 5 – ეკიპაჟის წევრი. ყაზახეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, გადარჩენილია 28 მოქალაქე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend