მთავარიევროპაუკრაინა„კურსკში დაჭრილი და დაღუპულია 3000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი“ - ვოლოდიმირ ზელენსკი

„კურსკში დაჭრილი და დაღუპულია 3000-ზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

„კურსკის რეგიონში უკვე 3000-ზე მეტი დაჭრილი და დაღუპული ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცია. რუსეთი მათ უბრალოდ ანადგურებს. რატომ იბრძვიან და რატომ უნდა იბრძოლონ კორეელებმა პუტინისთვის? ეს არის კითხვა, რომელსაც ვერცერთი ნორმალური ადამიანი ვერ პასუხობს. სამწუხაროდ, მსოფლიო თითქმის არაფერს აკეთებს რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის კრიმინალური თანამშრომლობის აღსაკვეთად“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე გამოეხმაურა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მოსკოვში ვიზიტს და თქვა, რომ ფიცოს მოსკოვში ჩასვლას თავად სლოვაკეთშიც გმობენ.

„ჟურნალისტებს ძალიან ბევრი კითხვა გაუჩნდათ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ბრიუსელში, ევროპელი ლიდერების თანდასწრებით ვისაუბრეთ, მე ყველაფერს მივხვდი. ჩვენ, უკრაინელები ვიბრძვით სიცოცხლისთვის, ფიცო კი მხოლოდ ფულისთვის. მისი მოლაპარაკებები პუტინთან ბუნდოვანია და ამ ყველაფრიდან მხოლოდ პირად სარგებელს ელის“, – ამბობს ზელენსკი.

ჩვენ სლოვაკებს წარვუდგინეთ ძალიან მკაფიო კომპენსაციის გეგმა, რუსული ბაზრიდან მიღებული ზარალის ასანაზღაურებლად. ტრანზიტის ალტერნატივები, ასევე გაზი და ა.შ. ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვიყავით. თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, სლოვაკეთმა ჩვენთან არ ითანამშრომლა. ალბათ მათთვის, კონკრეტულად კი ბატონი ფიცოსთვის, მოსკოვთან კავშირი უფრო მომგებიანია“, -განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

რობერტ ფიცომ, მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ რუსეთის ბირთვული პროგრამის წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაუშვებელია. მისივე განმარტებით, ეს ეწინააღმდეგება სლოვაკეთის ინტერესებს, რომელსაც თავის მხრივ ბირთვული ენერგია სჭირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend