მთავარიაზიაღაზაისრაელი კვლავ უტევს ღაზას

ისრაელი კვლავ უტევს ღაზას

ისრაელმა ღაზაზე მორიგი საჰაერო იერიში მიიტანა. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისრაელის საჰაერო თავდასხმებმა კვირა დილიდან მოყოლებული 58 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

ისრაელმა ასევე იერიში მიიტანა კარვების ბანაკზე მუვასის რაიონში, ისრაელის მიერ ჰუმანიტარულ ზონად გამოცხადებულ ტერიტორიაზე, სადაც 8 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი.

ისრაელმა საჰაერო იერიში მიიტანა ნუსეირათის ლტოლვილთა ბანაკზეც. ისრაელის თავდაცვის ძალების თქმით, ისინი მიზანში იღებენ მხოლოდ „ჰამასის“ მებრძოლებს, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას შორის იმალებიან.

პარალელურად, ისრაელის მედიის ინფორმაციით, კვირას, 22 დეკემბერს კატარში გაიმართა მოლაპარაკება, რომელიც მხარეებს შორის მძევლების გაცვლისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ითვალისწინებდა. გავრცელებული ინფორმაციით, „ჰამასმა“ წარადგინა მტკიცებულება, რომ რამდენიმე მძევალი ჯერ კიდევ ცოცხალია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend