პროტესტის 26-ე დღეს, მსვლელობებსა და მარშებს ვალდორფის სკოლის მშობლები და პედაგოგებიც შეუერთდნენ. ისინი საკანონმდებლო ორგანომდე, რუსთაველის გამზირის გავლით, მარშით მივიდნენ. მათი მთავარი სათქმელია, რომ გაათავისუფლონ აქციების დროს დაჭერილი მოქალაქეები და ჩატარდეს ახალი არჩევნები.