ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ 22 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მასთან სასწრაფო შეხვედრა მოითხოვა.
ტრამპის თქმით, შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა უკრაინა იქნება. ის აღნიშნავს, რომ შეხვედრამდე მოცდა იქნება საჭირო, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება აუცილებელია და ის ამას გააკეთებს.
საპრეზიდენტო არჩევნებამდე ტრამპმა განაცხადა, რომ ომს ოცდაოთხ საათში დაასრულებდა, თუმცა კონკრეტული გეგმის შესახებ მას არაფერი უთქვამს.
დეკემბრის დასაწყისში დონალდ ტრამპი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის პარიზში შეხვდა, შეხვედრის შემდეგ მან მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლის შეწყვეტისკენ მოუწოდა.