მთავარიევროპაუკრაინავოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის საკითხი განიხილეს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდა. შეხვედრის დეტალებს პრეზიდენტი ზელენსკი პლატფორმა X-ზე გამოეხმაურა. მისი თქმით, ემანუელ მაკრონთან განიხილა საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდებისა და რუსული აგრესიის წინააღმდეგ უკრაინის გაძლიერებისთვის საჭირო სხვა საკითხები.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა უკრაინული ბრიგადის მომზადებისთვის და განაცხადა, რომ მაკრონი თანახმაა, კიდევ ერთი ბრიგადის გადამზადებაში დაეხმაროს. განიხილეს უკრაინაში დასავლური ჯარების შეყვანაც.

„გავაგრძელეთ მუშაობა პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივაზე უკრაინაში სამხედრო ძალების ყოფნასთან დაკავშირებით, რასაც შეუძლია ხელი შეუწყოს მშვიდობისკენ მიმავალი გზის სტაბილურობას“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი პლატფორმა X-ზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend