მთავარიაზიაჩინეთიჩინეთი სამხედრო სფეროში ვერ აღწევს 2027 წლისთვის დასახულ მიზნებს

ჩინეთი სამხედრო სფეროში ვერ აღწევს 2027 წლისთვის დასახულ მიზნებს

პენტაგონი ჩინეთის სამხედრო შესაძლებლობების თაობაზე ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩინეთი კორუფციის გამო ვერ აღწევს 2027 წლისთვის დასახულ მიზნებს.

ამერიკის დაზვერვის ინფორმაციით, სი ძინპინს სურდა, რომ ჩინეთის არმია სწორედ ამ დროისთვის ყოფილიყო მზად ტაივანში ინტერვენციისთვის. თუმცა, ანგარიშში ნათქვამია, რომ კორუფციამ მნიშვნელოვნად შეაფერხა ქვეყნის სამხედრო მოდერნიზაციის მცდელობა. კორუფციის მასშტაბურმა ტალღამ გამოიწვია არასტაბილურობა არმიაში, ხელმძღვანელი პირების გათავისუფლება და არაერთი საგამოძიებო პროცესი. მიუხედავად ამ წარუმატებლობისა, ჩინეთის არმია აგრძელებს ბირთვული არსენალის გაზრდას.

პენტაგონში ფიქრობენ, რომ ჩინეთმა შესაძლოა 2030 წლამდე შეძლოს ბირთვული ქობინების გაზრდა 1000 ერთეულამდე, თუმცა ეს დაახლოებით 600 ერთეულით ნაკლებია იმ ბირთვულ არსენალთან, რომელიც აშშ-ს 2024 წელს ჰქონდა. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ჩინეთის არმიას აკლია საბრძოლო გამოცდილება, განსაკუთრებით დასახლებულ ადგილებში ბრძოლის მიმართულებით არმიას არ ჰყავს ეფექტური ხელმძღვანელობა და აქვს სერიოზული პრობლემები ლოგისტიკაში. ამ გამოწვევების გამო აშშ-ში ფიქრობენ, რომ ჩინეთის გრძელვადიანი სამხედრო ამბიციები გადაჭარბებულია.

პენტაგონში თვლიან, რომ მიუხედავად მნიშვნელოვანი ინვესტიციებისა და დიდი ამბიციებისა, ჩინეთის არმია ჯერ კიდევ ძალიან შორს არის მიზანთან, რომელიც 2049 წლისთვის აქვს დასახული, კერძოდ, გახდეს მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი არმია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend