მთავარისაქართველოსალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ჩავიდა

სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ჩავიდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სტრასბურგში ჩავიდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 18 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოვა და ევროპარლამენტარებს მიმართავს.

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ 16 დეკემბერს სტრასბურგში სხდომის გახსნაზე საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროპარლამენტის სოლიდარობა ქართველ ხალხის მიმართ, დაგმო დემონსტრანტების მიმართ ძალადობა და განაცხადა, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის ერთ-ერთ მომდევნო სესიაზე მიიწვიეს.

„პრეზიდენტი სტრასბურგში გაემგზავრა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას, მიწვევით, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ქართველი ხალხის მიმართ ევროპარლამენტის სოლიდარობა და კიდევ ერთხელ დაგმო დემონსტრანტების მიმართ ძალადობა”, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend