17 დეკემბერს თბილისსა და სხვა ქალაქებში არაერთი საპროტესტო მსვლელობა თუ აქცია გაიმართა. დედაქალაქში ისევ გადაიკეტა რუსთაველის გამზირი.
იქამდე კი რუსთაველზე მსვლელობით მივიდნენ ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები, მათ შორის ისტორიკოსები, სტუდენტები, სტუმარმასპინძლობის სფეროს წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები.
პარალელურად, ყოველ დღე იზრდება იმ ბიზნესკომპანიების რაოდენობა, რომლებიც უერთდებიან განცხადებას ახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე. ამ დროისთვის მათი რიცხვი 600-ს აჭარბებს.
საქართველოში ამ დღეებში გამართული ყველა საპროტესტო აქციისა თუ მსვლელობის მონაწილეთა მოთხოვნაა, დაინიშნოს ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული დემონსტრანტები.
საქალაქო სასამართლოში კი ამ დრომდე 114 საქმე განიხილეს. აქედან ყოველ ჯერზე მოსამართლეებმა გაამტყუნეს დემონსტრანტები.