მთავარისაქართველოუფლებადამცველი ორგანიზაციები მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობენ

უფლებადამცველი ორგანიზაციები მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობენ

სამოქალაქო ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ და სავარაუდო ძალადობის მსხვერპლებს მიმართავენ, შესაბამისი მტკიცებულებები მიაწოდონ. აღნიშნულის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.

საია-ს თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, აღნიშნული მტკიცებულებები დაზარალებულების ინფორმირებული თანხმობით გამოყენებული იქნება როგორც დარღვევების მასშტაბის შესასწავლად, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეების გასაგზავნად და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებისთვის მისამართად.

„როდესაც ქვეყნის ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი უარს ამბობს სამართლის აღსრულებაზე, სამოქალაქო საზოგადოების მოვალეობაა შეაგროვოს მტკიცებულებები და დაეხმაროს მსხვერპლებს სამართლიანობის ძიების გზაზე. მივმართავთ ყველა მსხვერპლს – ჩვენ ვართ თქვენ გვერდით. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია და თქვენი ვინაობა იქნება კონფიდენციალურად დამუშავებული თქვენი თანხმობის სრული გათვალისწინებით. თუ თქვენ განგიცდიათ ან გახდით სხვადასხვა ძალადობის, მათ შორის წამების მსხვერპლი ან მოწმე, გთხოვთ შეავსოთ ფორმა, რომელსაც გავასაჯაროებთ, ან მოგვაწოდოთ შესაბამისი ინფორმაცია მეილის – evidence@gyla.ge მეშვეობით. ჩვენი გუნდი დაგიკავშირდებათ და მოგაწვდით ინფორმაციას, შემდეგი ნაბიჯების შესახებ. ეს მტკიცებულებები დაზარალებულების ინფორმირებული თანხმობით გამოყენებული იქნება სხვადასხვა მიზნით: დარღვევების მასშტაბის შესწავლა და პოტენციურად საქმეების მომზადება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეების გასაგზავნად, გაეროს სახელშეკრულებო ორგანოებისთვის მისამართად და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვისთვის. მზად ვართ, ყველა ეს მტკიცებულება სწრაფად დავამუშაოთ, გავაანალიზოთ. ამ პროცესში არაერთი ორგანიზაციაა ჩართული. ნებისმიერი კითხვა, რომელიც ამ პროცესთან დაკავშირებით შეიძლება ჰქონდეს თითოეულ ადამიანს, შეუძლია დაგვიკავშირდეს და ჩვენ პროცესთან დაკავშირებით მეტ დეტალს ეტაპობრივად მივაწვდით“,- განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend