მთავარისაქართველოოთხმა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიამ შეხვედრა გამართა

ოთხმა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიამ შეხვედრა გამართა

ოთხმა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიამ – „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ”, „ძლიერმა საქართველომ”, „კოალიციამ ცვლილებისთვის” და „გახარია საქართველოსთვის” 4 დეკემბერს შეხვედრა გამართეს. მათი შეფასებით, ქვეყანაში რეპრესიები დაიწყო. მათივე განცხადებით, ბრძოლა ყველა მშვიდობიანი მეთოდით გაგრძელდება და ყველას საერთო მიზანია იმ მარწუხებისგან გათავისუფლება, რომელშიც, მათი თქმით,  ქვეყანა ბიძინა ივანიშვილმა შეიყვანა.

„ძალადობის ახალ ეტაპს, რასაც თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან ველოდით, ჩვენ ამას ერთიანობას ვუპირისპირებთ. დავიცავთ ყველა ახალგაზრდას ყველა მექანიზმით და დარწმუნებული ვარ, საბოლოო გამარჯვებამდე მივალთ, ვიდრე ყველა მათგანი იქნება თავისუფალი. ჩვენ უნდა მივიდეთ იმ ნიშნულამდე, რომ ჩვენ არა მხოლოდ გავაგრძელოთ პროტესტი, არამედ საყოველთაო დაუმორჩილებლობა, გაფიცვა მოხდეს მთელ საქართველოში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

„ჩვენ ახალი ხარისხის ავტორიტარიზმს ვხედავთ, რომლის გამოვლინება იყო პარტიების ოფისებისა და სამოქალაქო აქტივისტების სახლების ჩხრეკა და მთელი ის უკანონობა, რასაც პირდაპირი ეთერით ვუყურებთ. ეს პროტესტი ორგანიზებულია ხალხის მიერ და ყველანი ერთად ვიცავთ იმ კონსტიტუციას, რომელიც ხალხს თავზე ბიძინა ივანიშვილმა გადაახია“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

„დაიგეგმა პროვოკაციები. დაგეგმილი პროვოკაციების მიუხედავად, გავაგრძელებთ ძალიან აქტიურ მუშაობას, რათა დაზარალებული და დაჩეხილი ახალგაზრდები დავიცვათ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიტიკური პატიმრები გავათავისუფლოთ. ეს ახალგაზრდები პოლიტპატიმრები არიან“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აკავებენ, ჩვენ გავუწევთ სათანადო დახმარებას,მათ შორის სამართლებრივ დახმარებას, ეს რამდენადაც შესაძლებელია ასეთი რეჟიმის პირობებში. მთავარი არის ის, რომ ბრძოლა გრძელდება. გასაგებია, რომ ახლა მთავარია ის, ვის შეეშინდება და ვინ დაიღლება. გაჩერებას არავინ აპირებს და რაც მთავარია, გაჩერებას არ აპირებენ ის ადამიანები, ვინც ყოველდღე გამოდის რუსთაველის გამზირზე და იბრძვის“, – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend