მთავარისაქართველოდიღმის პოლიციის სამმართველოსთან რუსთაველზე დაკავებულთა სოლიდარობის აქცია გაიმართა

დიღმის პოლიციის სამმართველოსთან რუსთაველზე დაკავებულთა სოლიდარობის აქცია გაიმართა

საქალაქო სასამართლოში დემონსტრაციების დროს დაკავებულთა პროცესების პარალელურად, დიღმის პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

მოქალაქეებმა წინააღმდეგობის გამოხატვის მიზნით ადგილზე ტრანსპარანტები მიიტანეს, წარწერებით: „არ აწამო!”, „წამება დანაშაულია, პროტესტი – არა!”.

„ეს ადამიანები დაკავებულები არიან პატრიოტიზმისთვის. ამ ადამიანებს სასტიკად უსწორდებიან. თითოეული ხელი, რომელიც არის მოქნეული პატრიოტი ადამიანების მიმართ, არის საქართველოსთვის მოქნეული ხელი”, – აცხადებს ნინო ლომჯარია, „საქართველოს ევროპული ორბიტის” დამფუძნებელი.

„ჩვენ ვგმობთ ძალადობას, უკანონობას, არაკონსტიტუციურობას და სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა პატრიოტ ადამიანს, რომლებიც ქვეყნის მომავალს იცავენ”, – ამბობს მამუკა ანდღულაძე, „მედიის ადვოკატირების კოალიციის” თავმჯდომარე.

„ყველა ის ადამიანი, რომლებიც დღეს იზოლატორში იმყოფებიან აქციაში მონაწილეობის გამო, უკანონოდ დააკავეს”, – ამბობს „საფარის” დამფუძნებელი ბაია პატარაია. მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საპროტესტო აქციის მონაწილეებს დაკავებისას „არაადამიანურად” ეპყრობიან.

70-ზე მეტი დემონსტრანტის მიმართ საქმის წარმოება უკვე დასრულებულია. მათ ნაწილს პატიმრობა მიესაჯა, ნაწილს კი, ჯარიმის გადახდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend