მთავარისაქართველოჩეხეთში საქართველოს ელჩმა, თეა მაისურაძემ თანამდებობა დატოვა

ჩეხეთში საქართველოს ელჩმა, თეა მაისურაძემ თანამდებობა დატოვა

ჩეხეთში საქართველოს ელჩმა, თეა მაისურაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.

თეა მაისურაძე წერს, რომ მისთვის დიდი პატივია თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ინტერესების სამსახურში ყოფნა, ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას მისი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა.

 

ცნობისთვის, ჩეხეთის გარდა, ელჩებმა შეერთებულ შტატებში, ნიდერლანდებსა და ბულგარეთში, ასევე ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა იტალიაში დატოვეს თანამდებობები მას შემდეგ, რაც 28 ნოემბერს „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრების პროცესს აჩერებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend