მთავარისაქართველოპოლიცია აქციის დაშლას ცდილობს, დემონსტრაცია გრძელდება

პოლიცია აქციის დაშლას ცდილობს, დემონსტრაცია გრძელდება

საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები გრძელდება. მოქალაქეები 2 დეკემბერს შეიკრიბნენ თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ხონში, წალენჯიხაში, წყალტუბოში, ზესტაფონში, გორში, ზუგდიდსა და სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში.

თბილისში მიმდინარე მასშტაბურ დემონსტრაციაზე საპოლიციო ძალებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი და სხვა სპეციალური საშუალებები. დაკავებულია რამდენიმე პირი.

სახალხო დამცველმა მოუწოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ.

„როგორც წინა დღეებში არაერთხელ მიგვითითებია, იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული პირების მიერ ადგილი აქვს ძალადობრივ ქმედებებს, მათ მიმართ ინდივიდუალურად უნდა გატარდეს შესაბამისი პროპორციული ღონისძიებები და არ უნდა ხდებოდეს მშვიდობიანი შეკრების დაშლა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა მიმართ და არ გააგრძელოს შეკრების შეწყვეტა”, – დაწერა სახალხო დამცველმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend