მთავარისაქართველონორვეგიისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ

ნორვეგიისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ

ნორვეგიისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, ესპენ ბარტ აიდემი და ლარს ლიოკე რასმუსენი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურნენ.

მათ განცხადება 29 ნოემბერს პლატფორმა X-ზე გაავრცელეს. ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ის შეშფოთებულია ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობით და მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ლარს ლიოკე რასმუსენი კი ამბობს, რომ დანია მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით, რომელთა დემოკრატიული და ფუნდამენტური უფლებები დაცული უნდა იყოს.

განცხადებას ავრცელებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკიც. მან 30 ნოემბერს პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ათიათასობით ადამიანს წყლის ჭავლის მანქანების წინ ევროკავშირის დროშა ამაყად უჭირავს. ანალენა ბერბოკი ამბობს, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის ისტორიული შესაძლებლობაა და ჯერი ხელისუფლებაზეა – მოუსმინოს ქვეყნის ხმას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend