მთავარისაქართველო„მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის...

„მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“, – ირაკლი კობახიძე.

„იმისათვის, რომ ეს საკითხები ვერავინ გამოიყენოს ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად – მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი“, – განაცხადა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საპარლამენტო უმრავლესობასა და სამთავრობო გუნდს შორის შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, 2028 წლამდე „ქართული ოცნება“ უარს ამბობს ევროკავშირის ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე. მან ასევე თქვა რომ 2023 წლიდან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი “შანტაჟისა და საზოგადოების გახლეჩისათვის გამოიყენებოდა”, ხოლო ახლა იგივე მიზნებისთვის ევროკავშირში გაწევრებისთვის მოლაპარაკებების გახსნა გამოიყენება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში ასევე ნათქვამია: „ჩვენ ვართ ამაყი და თავმოყვარე ერი დიდი ისტორიით. შესაბამისად, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, ევროკავშირში ინტეგრაცია განვიხილოთ როგორც მოწყალება, რომელიც ევროკავშირმა ჩვენთვის უნდა გაიღოს. მეტიც, მიგვაჩნია, რომ საქართველოს, თავისი მდიდარი კულტურითა და პოტენციალით, ზუსტად ისევე შეუძლია გაამდიდროს ევროკავშირი, როგორც ევროკავშირს შეუძლია გაამდიდროს საქართველო“.

მისი თქმით, ქართველი ხალხისთვის კატეგორიულად მიუღებელია ევროპელი პოლიტიკოსების მცდელობა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ცალმხრივ მოვლენად წარმოაჩინონ.

პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის რეზოლუციებსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ ამ სტრუქტურამ „გასული 3 წლის მანძილზე მიიღო სიცრუითა და შეურაცხყოფით სავსე 5 რეზოლუცია, რომლებიც არათუ ქართულმა საზოგადოებამ, ევროკომისიამ და ევროპულმა საბჭომაც კი არ გაიზიარა“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend