მთავარიამერიკააშშბლინკენი: პარტნიორობა იტალიასა და აშშ-ის შორის ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა

ბლინკენი: პარტნიორობა იტალიასა და აშშ-ის შორის ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა

სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს იტალიას ჩინეთსა და რუსეთთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევისა და ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების გზაზე. იტალიაში, ქალაქ ფიუჯიში, „დიდი შვიდეულის“ ორდღიანი სამიტი მიმდინარეობს. სამიტის მთავარ საკითხებს შორისაა – ღაზასა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაკავების თაობაზე და უკრაინაში მიმდინარე ომი.

„ურთიერთობა და პარტნიორობა იტალიასა და შეერთებულ შტატებს შორის ასეთი ძლიერი არასდროს ყოფილა. ეს კი იტალიის ლიდერების, პრემიერ-მინისტრის, ჯორჯია მელონისა და ჩემი მეგობრის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის დამსახურებაა.

ჩვენი ქვეყნები, სხვა პარტნიორებთან ერთად დგანან, რათა გაუმკლავდნენ რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ერთად ვდგავართ ჩინეთთან დაკავშირებულ ზოგიერთ გამოწვევასთან გამკლავებისასაც. ჩვენ ერთად ვდგავართ ახლო აღმოსავლეთში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend