მთავარიEUROPEN UNION21 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების ვაჭრობის მინისტრების შეხვდნენ ერთმანეთს

21 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირის ქვეყნების ვაჭრობის მინისტრების შეხვდნენ ერთმანეთს

ევროპაში შიშობენ, რომ შეერთებულ შტატებში დონალდ ტრამპის პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ კვლავ გაჩნდება არასტაბილური სავაჭრო გარემო. ისინი არც  პროტექციონიზმსა და ევროპულ პროდუქციაზე ფასის გაზრდას გამორიცხავენ. 

ევროკავშირი მზადაა, იმუშაოს ვაშინგტონთან. ხუთშაბათს ბრიუსელში ვაჭრობის მინისტრების შეხვედრაზე ბლოკი ცდილობდა, ეს ერთიანობა წარმოეჩინა.

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ვალდის დომბროვსკისის თქმით,  მინისტრები თანხმდებიან, რომ აქტიურად უნდა იმუშაონ შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან ტრანსატლანტიკურ სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების საკითხებთან დაკავშირებით.

შეერთებული შტატები ევროკავშირის ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. 2021 წელს ტრანსატლანტიკურმა ვაჭრობამ  ყველა დროის მაქსიმუმს – 1,2 ტრილიონ ევროს მიაღწია. მინისტრები ამბობენ, რომ შეფერხება არც ერთი მხარისთვის არ იქნება მომგებიანი.

ნიდერლანდების საგარეო ვაჭრობისა და განვითარების მინისტრი რეინეტ კლევერი ამბობს, რომ არავის სურს სავაჭრო ომი. მათ აქვთ პოზიტიური დამოკიდებულება შეერთებული შტატებისადმი. ორივე მხარე იღებს  სარგებელს. რეინეტ კლევერი დასძენს, რომ ტრანსატლანტიკური ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ევროკავშირისთვის, ისე აშშ-სთვის.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს ტრამპმა პირობა დადო, რომ ათცენტიან ტარიფს დააწესებდა ევროკავშირის საექსპორტო პროდუქციაზე. ასევე დაემუქრა ბლოკს, რომ მას მაღალი ფასის გადახდა მოუწევდა იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ შეიძენდნენ ამერიკულ პროდუქციას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend