მთავარიევროპარუსეთივლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინას ახალი ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს

ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ უკრაინას ახალი ბალისტიკური რაკეტით შეუტიეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ჩაატარეს ერთ-ერთი უახლესი საშუალო რადიუსის ბალისტიკური სარაკეტო სისტემის „ორეშნიკის“ გამოცდა. მისი თქმით, დაარტყეს დნიპროში მდებარე თავდაცვით-სამრეწველო კომპლექსს.

პუტინი ამბობს, რომ ეს იყო მოსკოვის პასუხი კიევის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული და ბრიტანული წარმოების რაკეტების გამოყენებაზე.

“ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ დასავლეთის მიერ პროვოცირებული რეგიონული კონფლიქტი უკრაინაში იძენს გლობალური ხასიათის ელემენტებს”, – აცხადებს ვლადიმერ პუტინი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend