მთავარისაქართველო„უკრაინელო მეგობრებო, 1000 დღეა, რაც თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად იბრძვით”-...

„უკრაინელო მეგობრებო, 1000 დღეა, რაც თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად იბრძვით”- სალომე ზურაბიშვილი

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან 1000 დღე გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განცხადება გაავრცელა. 

„უკრაინელო მეგობრებო, 1000 დღეა, რაც თქვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დასაცავად იბრძვით. თქვენ იბრძვით ჩვენი, ევროპელებისა და ყველას სახელით.

ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, თქვენი ეს ბრძოლა არასოდეს მიეცემა დავიწყებას. და შეიძლება დამთხვევაა, მაგრამ დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩვენი მოქალაქეები რუსეთის მიერ აფხაზეთის ანექსიის მორიგ მცდელობას ეწინააღმდეგებიან. არც ეს იქნება წარმატებული და ყველგან, სადაც ხალხი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის იბრძვის, ყველგან გაიმარჯვებს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, უკრაინა იბრძვის ყველას სახელით, ვისაც რუსული იმპერიალიზმისგან საკუთარი თავისუფლების დაცვა სურს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend